ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის მესამე შვილი ბრიტანეთის ეკონიმიკას 50 მლნ ფუნტით გაამდიდრებს

საქართველო, თბილისი - 13:57 | 26.04.2018
ნანახია: 889

ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის მესამე შვილმა ამ ქვეყნად მოვლინება ვერც მოასწრო, რომ ბრიტანელმა ანალიტიკოსებმა უკვე გამოთვალეს, რას მოუტანს ქვეყნის ბიუჯეტს პატარა პრინცი. წინასწარი მონაცემებით, ახალშობილი სახელმწიფოს ეკონომიკას 50 მლნ ფუნტით გაამდიდრებს.

გავრცელებული ცნობით, ბავშვის დაბადების შემდეგ დიდ ბრიტანეთში გაიზრდება ფასები სუვენირებსა და ნივთებზე, რომლებზეც სამეფო ოჯახის წევრები არიან გამოსახულნი.

ამ სახით, პრინცის დაბადება ქვეყანას სულ მცირე 50 მლნ ფუნტ სტერლინგს მოუტანს. ამასთან ახალდაბადებული პრინცი ქვეყანას იმაზე ნაკლებ თანხას მოუტანს, ვიდრე მისი ძმა და და. Brand Finance-ის თანახმად,  დაბადებისთანავე პრინცმა ჯორჯმა ბრიტანულ ეკონომიკას 75 მლნ, პრინცესა შარლოტამ კი 100 მლნ-ზე მეტი ფუნტი სტერლინგი შესძინა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე