სომხეთის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაემგზავრა

საქართველო, თბილისი - 12:43 | 26.04.2018
ნანახია: 801

სომხეთის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი არმენ გევორქიანი რუსეთში კონსულტაციებისთვის გაემგზავრა. ამის შესახებ მთავრობის პრეს-სამსახურში განაცხადეს.
ამის პარალელურად ერევანში საპროტესტო აქციები გრელდება. აქციის მონაწილეებმა ერევნის ჩრდილოეთ ნაწილში საავტომობილო ხიდი გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ამის გარდა ქალაქში ავტომობილის მძღოლები გზებზე მოძრაობას 20 წუთით გააჩერებენ.

სომხეთში საპროტესტო აქციები სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატად დასახელების გამო 13 აპრილს დაიწყო. მასობრივი პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა ის პრემიერ-მინისტრად მაინც აირჩია. თუმცა ერთი კვირის შემდეგ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისრის არჩევნები პარლამენტში შესაძლოა, 2 მაისს გაიმართოს. ოპოზიციამ კანდიდატად აქციების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი დაასახელა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე