ტეხასში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 11:49 | 26.04.2018
ნანახია: 850

ტეხასის შტატში კინგსვილის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მეორე მსოფლიო ომისდროინდელი თვითმფრინვი T-6 ჩამოვარდა. მას სამხედრო მფრინავების სწავლებისთვის იყნებდნენ. ამის შესახებ ტელეარხი Fox News-ი იტყობინება.

ერთძრავიანი თვითმფრინავი აფრენისთანავე ჩამოვარდა. დაცემის შედეგად კი ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ბორტზე პილოტი და მგზავრი იმყოფებოდნენ, მიღებული ჭრილობების შედეგად ორივე ადგილზე დაიღუპა.

წინასწარი მონაცემებით, ინციდენტი პილოტის შეცდომის გამო მოხდა. ამჟამად მომხდარის ყველა გარემოება დგინდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე