სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს ორი ქვეყნის საზღვარზე პარასკევს შეხვდებიან

საქართველო, თბილისი - 11:16 | 26.04.2018
ნანახია: 725

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს ორი ქვეყნის საზღვარზე პარასკევს შეხვდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს  სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლიმ ჩონ სოკმა განუცხადა.

მისი თქმით, ხელი მოეწერება ერთობლივ დოკუმენტს, თუმცა ხელის მოწერის დრო შეხვედრის დროს დაზუსტდება.

მხარეები ქვეყნებს შორის არსებული სამშვიდობო შეთანხმების განახლების შესაძლებლობებს განიხილავენ, რის შემდეგაც ერთობლივ განცხადებასაც გააკეთებენ.

ლიდერები სადილს ცალ-ცალკე გამართავენ. სადილის შემდეგ ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან, რათა მიიღონ მონაწილეობა ხეების დარგვის ცერემონიაში. დაიდგმება ქვა წარწერით „ჩვენ აქ დავრგეთ მშვიდობა და კეთილდღეობა“. სამიტი საზეიმო მიღებით დასრულდება.

აღნიშნული სამიტის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავენ მსოფლიო პოლიტიკოსები, რადგან ის კორეის ნახევრაკუნძულზე ვითარების სტაბილიზაციისაა და განტვირთვის ერთ-ერთი გზაა.

კიმ ჩენ ინმა მზადყოფნა გამოთქვა ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის პრობლემის გადაჭრისთვის. მსოფლიო ამ მიმართულებით დადებით ნაბიჯად აფასებს ფხენიანის გადაწყვეტილებას ბირთვული და სარაკეტო გამოცდის შეწყვეტის შესახებ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე