მადამ ტუსოს მუზეუმში მელანია ტრამპის ცვილის ფიგურა გამოფინეს

საქართველო, თბილისი - 10:57 | 26.04.2018
ნანახია: 852

ნიუ-იორკში მადამ ტუსოს მუზეუმში აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის ცვილის ფიგურა გამოფინეს. ის ამერიკის ლიდერის დონალდ ტრამპის სკულპტურის გვერდით განთავსდა. თეთრი სახლის ყოფილმა პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა, რომელიც გამოფენას ეწვია, ასლისა და ორიგანალის სოცარი მსგავსება აღნიშნა.

მელანია ტრამპის ექსპოზიციის „მიეცით მელანიას აზრის გამოთქმის საშუალება“ ნაწილია. საუბარია იმის შესახებ, რომ დამთვალიერებლებს 31 მაისამდე შეეძლებათ პირველი ლედის სახელით „ტვიტები“ ბლოგ @MTMelaniaMoments-ში განათავსონ.

ნიუ-იორკის გარდა მადამ ტუსოს მუზეუმის განყოფილებები ასევე მდებარეობს ვაშინგტონსა და ორლანდოში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე