თურქეთში 13 ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 10:29 | 26.04.2018
ნანახია: 774

თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის 13 ჟურნალისტს ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯა.

ჟურნალისტები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თავისუფლები იქნებიან.

სასამართლომ მიიჩნია, რომ გაზეთის თანამშრომლები თავიანთი საქმიანობით მხარს უჭერდნენ „ქურთთა მუშათა პარტიას“, მემარცხენე რადიკალურ „რევოლუციურ-გამათავისუფლებლ ფრონტსა“ და ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობას. თურქეთის ხელისუფლების აზრით, გიულენი 2016 წლის სახელმიწფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი იყო.

დამოუკიდებელი გაზეთი Cumhuriyet-ი 1924 წელს დაარსდა. ის ყოველთვის პრეზიდენტ ერდორანის მიმართ ოპოზიციურ ხაზს ინარჩუნებდა და ხშირად აკრიტიკებდა მას.

გაზეთის აღმასრულებელ დირექტორს აკინა ატალაის შვიდწლიანი პატიმრობა მიესაჯა. თუმცა რადგან ატალაიმ დაკავების მომენტიდან 542 დღე პატიმრობაში უკვე გაატარა, ის და სხვა ჟურნალისტები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გარეთ დაელოდებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე