სომეხმა დემონსტრანტებმა სომხეთ-საქართველოს გზა გადაკეტეს

საქართველო, თბილისი - 16:34 | 25.04.2018
ნანახია: 797

სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სომხეთ-საქართველოს საავტომობილო გზა გადაკეტეს.

მედიის ცნობით, საქართველოში მომავალი ათობით სატვირთო ავტომობილი გზის გაგრძელებას ვერ ახერხებს.

ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერების საპტროტესტო აქციები გრძელეება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრების ჩამოშორებას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოიხობვენ.

პროტესტს სხვა პოლიტიკური ძალებიც შეუერთდნენ. ქუჩებში გამოვიდნენ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც.

ერევნის ცენტრში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მობილიზებულია პოლიცია და ტექნიკა. სომხეთის მთავრობის სასახლესა და რესპუბლიკური პარტიის ოფიის სამართალდამცველები იცავენ.

დემონსტრანტებმა ასევე გადაკეტეს ერევნის აეროპორტისკენ მიმავალი გზაც.

23 აპრილს სომხეთის ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტის თანამდებობიდან გადადგა. პრემიერის მოვალეობას კარენ კარაპეტიანი ასრულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე