სააკაშვილის მომხრეები კიევში პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მიტინგს მართავენ

საქართველო, თბილისი - 15:32 | 25.04.2018
ნანახია: 777

საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეები კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მიტინგს მართავენ.
პოლიციამ პრეზიდენტის ადმინსტრაციის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა. მიტინგი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

უკრაინის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში თებერვალში გააძევა, საიდანაც ის შემოდგომაზე უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა. მოგვიანებით სააკაშვილი ნიდერლანდებში გადავიდა, სადაც მიიღო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომლიც მას ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე