ერევანი საპროტესტო აქციებმა მოიცვა

საქართველო, თბილისი - 14:46 | 25.04.2018
ნანახია: 911

ერევანში საპროტესტო აქციებმა ქალაქის ცენტრი მოიცვა. დემონსტრანციები ასევე იმართება სომეხთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში და სხვა დასახლებულ პუნქტებში.
ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი ერევნის რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მდებარეობს მთვარობის შენობა.

რესპუბლიკური პარტიის ოფისთან მობილიზებულია პოლიციის ძალები, ასევე ორი ჯავშანტექნიკა და ავტობუსები. ოფისში არავის უშვებენ.

დღეს უნდა გამართულიყო პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის კარენ კარაპეტიანისა და ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა. თუმცა ოპოზიციის რადიკალური მოთხოვნების გამო შეხვედრა ჩაიშალა.

ოპოზიციის მხარდამჭერები დროებითი მთავრობის შექმნასა და ვადამდელი სპარლამენტო არჩევნების გამართვას მოითხოვენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე