სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად ხუთი მოსწავლე დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 14:21 | 25.04.2018
ნანახია: 781

ხუთი მოსწავლე დაიჭრა მექსიკის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად.

ინციდენტი ქალაქ სიუდად-ვიქტორიაში მოხდა. მედიის ცნობით, ორი ქალი და ერთი მამაკაცი ავტომობილით სკოლას მიუახლოვდა და მოზარდებს ცეცხლი გაუხსნა.

დაჭრილები უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის მონაცემებით, ერთ-ერთი დაჭრილი მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველებმა სამი თავდამსხმელი და ინციდენტში კიდეევ ორი შესაძლო მონაწილე დააკავეს. დანაშაულის მოტივები უცნობია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე