საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით, რეგიონში პირველია

საქართველო, თბილისი - 10:51 | 25.04.2018
ნანახია: 945

საერთაშოროსო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსით, საქართველო რეგიონში ლიდერია.

კვლევის თანახმად, ქვეყანა სამი საფეხურით დაწინაურდა. საქართველო 61-ე პოზიციაზეა.

კვლევის მიხედვით, სომხეთი მე-80 ადგილზეა, რუსეთი -148-ე, თურქეთი - 157-ე, აზერბაიჯანი 163-ე.

რეიტინგის სათავეში არიან: გერმანია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ბელგია, ავსტრალია, ნიდერლანდები, ისლანდია და პორტუგალია.

პრესის თავისუფლების მხრივ, ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ეგვიპტეში, სირიაში, ლიბიაში, ჩინეთსა და სომალიში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველოში პრესა პლურალისტურია, მაგრამ ჯერ დამოუკიდებელი არ არის.

კვლევაში „რუსთავი 2“-იც არის ნახსენები და წერია, რომ ტელევიზიის მფლობელობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის შედეგს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

ავტორები ყურადღებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ამახვილებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე