გურამ ფანჯიკიძის მეუღლე - პროფესორი დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:41 | 25.04.2018
ნანახია: 2175

გურამ ფანჯიკიძის მეუღლე, ფილოლოგი დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა. დედის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ნათია ფანჯიკიძე სოციალური ქსელით ავრცელებს. "დედა გარდაიცვალა", -წერს ნათია ფანჯიკიძე. 

დალი ფანჯიკიძე იყო მთარგმნელი, გერმანისტი, პროფესორი; წერილებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

მან 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1959–1961წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის თანამშრომელი; 1961–1972წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის მასწავლებელი, 1973–1993წწ. დოცენტი, 1993–1995წწ. პროფესორი, 1995–2005წწ. კათედრის გამგე. თარგმნილი აქვს თომას მანის: "ბუდენბროკები"(1970), "ჯადოსნური მთა"(1978, 1984), "ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება"(1995); უ. პლეცდორფის "ახალგაზრდა ვ.–ს ვნებანი"(1982); გოეთეს "პოეზია და სინამდვილე"(2002); ჰ. ჰესეს "ფიქრი და განსჯა"(1996); გრ. რობაქიძის ესე "ადოლფ ჰიტლერი უცხიელი მწერლის თვალით"(2007) და სხვა. არის მთარგმნელი, გერმანისტი, პროფესორი; წერილებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მონაწილეა მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე