WIZZ AIR ახალი ტრენინგ ცენტრის მშენებლობას იწყებს

საქართველო, თბილისი - 18:29 | 24.04.2018
ნანახია: 1180

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air 2018 წლის ბოლოსთვის ახალ ტრენინგ ცენტრს გახსნის. ახალ ობიექტში მოეწყობა სრული ფრენის 2 სიმულატორი,  ასევე გადაუდებელი ევაკუაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სასწავლო მოწყობილობა.

ავიაკომპანია აგრძელებს ევროპის მასშტაბით ზრდას, ყოველწლიურად 20-ზე მეტი პროცენტით. Wizz Air მომდევნო ათი წლის განმავლობაში ფლოტის სამჯერ გაზრდასაც იმედოვნებს. ახალი თანამედროვე ტრენინგ ცენტრი ავიაკომპანიას ყოველდღიურად  ეკიპაჟის 100-მდე წევრის გადამზადების საშუალებას მისცემს. უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნების პარალელურად, მათი რიცხვი მომავალში 250-მდეც გაიზრდება.

ბუდაპეშტის Liszt Ferenc-ის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 წუთის სავალზე მდებარე ობიექტი რეგიონში უდიდესი და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე საავიაციო ტრენინგ ცენტრი იქნება. დაწესებულება ეფექტური და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული საინჟინრო ტექნიკით მოეწყობა და ბაზარზე არსებული უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება.  სიმულატორებისა და თვითმფრინავის სალონში მუშაობისთვის მოსამზადებელი სპეციალური მოწყობილობების გარდა, 3,800 კვადრატულ მეტრზე განლაგებულ ობიექტზე განთავსდება 14 სასწავლო ოთახი, საოფისე სივრცე, დიდი მისაღები და მოსასვნებელი ოთახი. მომავალში შესაძლებელია ცენტრის გაფართოება  დამატებითი სიმულატორებითა თუ სასწავლო ოთახებით, რაც კომპანიის მეტ მოქნილობასა და ზრდას განაპირობებს.

დიდერიკ პენმა, Wizz Air-ის  აღმასრულებელმა დირექტორმა და ოპერაციების უფროსმა განაცხადა; „ 2018 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვეყოლება 1000 საერთაშორისო პილოტისა და სალონის ეკიპაჟის 2000 წევრისგან შემდგარი გუნდი, რომელიც მუდმივად გადამზადდება. Wizz Air-ის გაფართოების პარალელურად, 10 წლის შემდეგ, აღნიშნული ციფრების სამჯერ ზრდასაც ველოდებით. ახალი ობიექტი ჩვენი გადამზადების შესაძლებლობებს გააფართოებს და უმაღლესი კლასის სტანდარტებისკენ ჩვენს სწრაფვას კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს.   

ეარბას A320 ტიპის თვითმფრინავის სრული ფრენის ორ ახალ სიმულატორს Wizz Air-ს მოაწვდის CAE, სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე სასწავლო გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული მსოფლიო ლიდერი კომპანია. CAE ასევე უზრუნველყოფს სასწავლო ტექნოლოგიების გამართულ მუშაობასა და 10 წლის განმავლობაში მათ სათანადოდ შენარჩუნებას.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ Wizz Air-ს პილოტების მომზადებასა და სასწავლო აღჭურვილობის მობილიზებაში ვეხმარებით“ - განაცხადა ნიკ ლეონტიდისმა, CAE-ს ჯგუფის პრეზიდენტმა. „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ  Wizz Air-თან პარტნიორობას და ჩვენი მრავლისმომცველი სასწავლო გამოცდილებით მხარს ვუჭერთ მის ზრდას მომავალში“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე