რომან გოცირიძე: ბიუჯეტი დაუბალანსებელია, შემოსავლები არარეალისტური

საქართველო, თბილისი - 09:32 | 30.11.2015
ნანახია: 1531

ეკონომიკური ექსპერტების აზრით, 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები არასწორად არის გადანაწილებული და ის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლის.

ანალიტიკოსები გარკვეულ საფრთხეებზეც საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ წინასწარ გაუთვლელ ნაბიჯებს ლარის დევალვაციაც მოყვეს. მათ ერთ კვირაში ბიუჯეტის 225 მილიონი ლარით გაზრდა გაუმართლებლად მიაჩნიათ.

ექსპერტების განმარტებით, თუ ეკონომიკური ზრდა არ იქნება, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი არარეალისტურია.

"ბიუჯეტი დაუბალანსებელია, შემოსავლები არარეალისტური,"-აცხადებს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე