დღის ამინდის პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 10:19 | 24.04.2018
ნანახია: 719

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 25 – 26 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა 26 აპრილს +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 24-25 აპრილს +18, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 26 აპრილს +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე