ბაჩო ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 23.04.2018
ნანახია: 1349

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეში ბრალდებული ნიკოლოზ ძიმცეიშვილიც და მას 4 წლით პატიმრობა მიესაჯა. 

ბაჩო ახალასიას სახელმწიფო ბრალდება წამებასა და წამების ორგანიზებას ედავებოდა.

ცნობისთვის, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, რომელსაც ორგანიზება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გაუწია. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, პოლკოვნიკის წამების მიზანი იყო, რომ მას ქვეყნის საწინააღმდეგო ჯაშუშობა ეღიარებინა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე