რუსთავი-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 11:27 | 23.04.2018
ნანახია: 960

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს "ფორდის" მარკის ჯიპი და "ტოიოტას" ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე