ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცმა სავარაუდოდ თვითდაზიანებები მიიყენა

საქართველო, თბილისი - 10:35 | 23.04.2018
ნანახია: 817

ვარკეთილში, ზემო პლატოზე 20 წლის მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა.

მომხდართან დაკავშირებთ გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს ვერსიას უარყოფენ ადგილობრივები. მათი ინფორმაციით, 20 წლის ბიჭი ყელის არეში დაჭრეს. 

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მას პირველადი დახმარება უცნობმა გოგონამ გაუწია. 

მეზობლებმა სასწრაფო სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს და დაშავებული ახლოს მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, პაციენტს ჭრილობა დაუმუშავდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე