ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

საქართველო, თბილისი - 10:33 | 23.04.2018
ნანახია: 847

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება აღნიშნულ საქმეზე  ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია. მას არც საბოლოო სიტუვით უსარგებლია, რადგან სასამართლოს სრულ უნდობლობას უცხადებს.

ბაჩო ახალაიას სახელმწიფო ბრალდება წამებასა და წამების ორგანიზებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახალაიას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე