მორგან ფრიმენს შვილიშვილთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 10:24 | 23.04.2018
ნანახია: 1201

ოსკაროსანი მსახიობის მორგან ფრიმენის შვილიშვილმა იდენა ჰაინსმა თავის მომავალ მკვლელს ლამარ დევენპორტს  უამბო, რომ პაპასთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. ამის შესახებ New York Daily News-ი წერს.


შესაბამისი ბრალდება ფრიმენის აყვანილი შვილის მკვლელობის სასამართლო მოსმენის საქმეზე გაისმა.

 „იდენა ჰაინსმა ლამარ დევენპორტს და სხვებს საიდუმლო გაანდო იმის შესახებ, რომ პაპამისი მასთან სექსუალურ კავშირში იმყოფებოდა“, - განაცხადა ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე.

33 წლის იდენა ჰაინსი 2015 წელს ჭრილობებისგან გარდაიცვალა, რომელიც მას სავარაუდოდ მისმა მეგობარმა კაცმა ლამარ დევენპორტმა მიაყენა.
პირველად ინფორმაცია ფრიმენისა და მის ნაშვილებ შვილს შორის შესაძლო სექსუალური კავშირის შესახებ 2009 წელს გავრცელდა, სამი წლის შემდეგ კი მედიაში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ისინი დაქორწინებას აპირებდნენ. თუმცა ფრიმენმა და ჰაინსმა ეს ინფორმაციები უარყვეს.

მორგან ფრიმენს „ოსკარის“ პრემია 2005 წელს ფილმში „ქუჩის ბიჭი“ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის გადაეცა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე