უშვილო იტალიურმა ოჯახმა 32 წლის ბელარუსი იშვილა

საქართველო, თბილისი - 16:22 | 20.04.2018
ნანახია: 934

ქალაქ ტრენტოს სასამართლომ იტალიელების ოჯახს 32 წლის ბელარუსის შვილად აყვანის ნება დართო. მოსამართლემ გადაწყვეტილება იტალიის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მიიღო.

გამოცემა Adige-ის ცნობით,  ბელარუსი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, იტალიაში პირველად 11 წლის ასაკში ჩავიდა.

მოზარდი იტალიელების ოჯახში სამკურნალოდ ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის დახმარებით მოხვდა.

მას შემდეგ ის  იტალიელ „მშობლებთან ყოველ ზაფხულს სტუმრად ჩადიოდა და მათთან აქტიურ კონტაქტს 20 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.

ამ დროის განმავლობაში ბელარუსი ბიჭი იტალიელი წყვილისთვის ახლობლად იქცა, მათ საკუთარი შვილები არ ჰყავდათ. ცოლ-ქმარმა ბიჭთან ერთად გაიარა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები: სკოლის დამთავრება, დაქორწინება, სამსახურის დაწყება.  

ახლა მამაკაცი 32 წლისაა და უკვე თავისი შვილებიც ჰყავს. ის საერთაშორისო გადაზიდვების სფეროშია დასაქმებული.  ამიერიდან მას იტალიური გვარი ექნება და იტალიურ ოჯახში ერთადერთი მემკვიდრე გახდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე