აშშ-ს ურჩევნია თავის საქმეებს მიხედოს - თურქეთის პრემიერ-მინისტრი

საქართველო, თბილისი - 15:56 | 20.04.2018
ნანახია: 973

თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა აშშ-ს მოუწოდა თავის საქმეებს მიხედოს თურქეთში სგანგებო რეჟიმის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარების კრიტიკის ნაცვლად.

როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 2018 წლის 24 ივნისს გაიმართება.

მისი თქმით, ეს გამოწვეულია საპრეზიდენტო მართვის სისტემაზე სასწრაფოდ გადასვლის აუცილებლობით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჰეზერ ნაუერტის თქმით, თურქეთს გაუჭირდება თავისუფლი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება საგანგებო რეჟიმის პირობებში.

„მე მაქვს გზავნილი აშშ-სადმი: უმჯობესია გაერკვნენ თავიანთ საქმეებში. ამერიკაში ამ დრომდე არ დასრულებულა დისკუსია საკუთარი არჩევნების ირგვლივ. თუ ამერიკელებს სურთ - ჩამოვიდნენ თურქეთში და ნახონ, გამჭვირვალე იქნება თუ არა ჩვენი არჩევნები“, - განაცხადა ილდირიმმა ჟურნალისტებთან ნაუერტის გამონათქვამების კომენტირებისას.

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამი თვის ვადით დაწესდა. მთავრობის გადაწყვტილებით სამთვიანი ვადით ის შვიდჯერ გახანგრძლივდა.საგნაგებო ვითარების მორიგი რეჟიმი 18 აპრილს კვლავ სამი თვით გაგრძელდა.

თურქეთის ოპოზიციამ და ევროკავშირის ლიდერებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელება არაერთგზის გააკრიტიკეს. მათი აზრით, შექმნილი ვითარება ქვეყნის მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე