აგარის ქარხნის თანამშრომლები მთავრობის ადმინსიტრაციის შენობისკენ მსვლელობას მართავენ

საქართველო, თბილისი - 14:52 | 20.04.2018
ნანახია: 827

აგარის ქარხნის თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მსვლელობას მართავენ. მათი ნაწილი აგარიდან თბილისში ფეხით ჩამოვიდა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას პასუხს სთხოვენ შეკითხვაზე, როგორ არჩინონ ოჯახები სამსახურის გარეშე. მსვლელობაში პროფკავშირების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

აქციის მონაწილეები „აგარის შაქრის“ ქარხნის ამუშავებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ქარხანაში სამუშაო პროცესი გასული წლის ნოემბრიდან შეჩერებულია, მიზეზად კი კომპანია „აზერსუნი“ ადგილობრივ ბაზარზე არაკონკურენტუნარიანობას ასახელებს. თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რეალურად, კომპანია სადისტრიბუციო საქმიანობითაა დაკავებული და ქართული შაქრის წარმოების ნაცვლად, უცხოეთიდან დაბალხარისხიანი შაქრის შემოტანა და გაყიდვა ურჩევნია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე