ნატო თურქეთისა და საბერძნეთის ურთიერთობებში ჩარევას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 15:34 | 20.04.2018
ნანახია: 818

ნატო არ აპირებს ჩაერიოს თურქეთს და საბერძნეთის ურთიერთობებში და სთავაზობს მათ ყველა პრობლემა გადაჭრან ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"ამ ორ ქვეყანას შორის არსებობული დავის შესახებ ცნობილია. მე მოვუწოდებ თურქეთს და საბერძნეთს დაარეგულირონ თავიანთი შეუთანხმებლობა კეთილმეზობლური ორმხრივი მოლაპარაკებების ჩარჩოში“ - განაცხადა სტოლტენბერგმა ბერძნული გაზეთ „ნეა“-სთან საუბრისას ჰააგაში ვიზიტის დროს.

მისი თქმით, ნატოს ჩარევა არ იქნებოდა ამ შემთხვევაში სასარგებლო. ასევე აღნიშნა, რომ "ორივე ქვეყანა წარმოადგენს ღირებულ მოკავშირეს ალიანსის, რამდენიომე ათეული წლის მანძილზე“ და ორივეს აქვს შეტანილი თავიანთი წვლილი ნატოს თავდაცვის კომლექსიური ოპერაციების მისიებში.

ბერძნულმა მედიამ ნეგატიური რეაგირება მოახდინა სტოლენბერგის სიტყვებზე და ნატო-ს გენერალური მდივანი პილატე პონტოელს შეადარა.

ცნობისთის, ბოლო თვეებში ათენსა და ანკარას შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა. თურქეთი ეჭქვეშ აყენებს ეგეოსის ზღვაში რიგი კუნძულების ტერიტორიულ კუთვნილების საკითხს და სისტემატურად აღვევს საბერძნეთის საჰაერო და საზღვაო სივრცეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე