გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელ გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 14:12 | 20.04.2018
ნანახია: 819

გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელ გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანი - თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხება.

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს. დღეს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანი - თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხება. ამასთან დაკავშირებით, გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე