მამაკაცს შიდსის განზრახ გადადებისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 20.04.2018
ნანახია: 1131

 

ბრიტანეთის ქალაქ ბრაიტონში სასამართლომ 27 წლის დერილ როუს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ხუთი ადამიანისთვის შიდსის განზრახ გადადებისთვის. მამაკაცი დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში გაატარებს. Press Association-ის ცნობით, როუმ შიდსი ხუთ ადამიანს განზარხ გადასდო და კიდევ ბევრი ადამიანის დაინფიცირებას აპირებდა.  

გამოძიების ვერსიით, დერილმა დანაშულის ჩადენა დაპატიმრების შემდეგაც არ შეწყვიტა. როდესაც ის გამოძიების დროს გირაოთი დროებით გაათავისუფლეს, აივ-ინფექციით რამდენიმე ადამიანის დაინფიცირება კიდევ სცადა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთის კანონები როუს შესაძლებლობას აძლევს ვადამდე ადრე გათავისუფლდეს. ამისთვის მან შესაბამის უწყებას თხოვნით უნდა მიმართოს, მაგრამ კანონით ამის უფლება როუს სასჯელის მოხდის დაწყებიდან მხოლოდ 12 წლის შემდეგ შეუძლია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე