სომხეთის ოპოზიცია ავტომაგისტრალების ბლოკირებას იწყებს

საქართველო, თბილისი - 09:57 | 20.04.2018
ნანახია: 678

სომხეთის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა, რომელიც სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის საწინააღმდეგო აქციენს ხელმძღვანელობს, ავტომაგისტრალების ბლოკირების დაწყების შესახებ განაცხადა.

მისი აზრით, სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებამ უნდა ცხადყოს, რომ სარგსიანი ქვეყანაში ვითარებას ვერ აკონტროლებს.

სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის საწინააღმდეგო აქციები სომხეთში 13 აპრილს დაიწყო. ოპოზიციამ „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობაში შეჭრასაც შეეცადენენ. მათ ბლოკირებული ჰქონდათ სამთავრობო შენობები. პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად ათამდე ადამინი დაშავდა. გუშინ სამართალდამცველებმა 122 დემონსტრანტი დააკავეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე