პარლამენტმა გვარის შეცვლის რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონი მიიღო
საქართველო, თბილისი - 12:30 | 19.04.2018 ნანახია: 875საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გვარის შეცვლისათვის ახალ რეგულაციებს აწესებს. კანონპროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობა.
გვარის შეცვლის წესის გამკაცრების მიზანია, დაიცვას საქართველოს მონაპოვარი − უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, და ის სარგებელი, რასაც ქვეყანა ამ გზით იღებს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებებით. კანონი მოახდენს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციას, ხელს შეუწყობს დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციას და მყარ საკანონმდებლო გარანტიას შეუქმნის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ევროკავშირის ქვეყნებთან.
სახელის შეცვლის ინსტიტუტისგან განსხვავებით, დღეს მოქმედი რეგულაციით, არ არსებობს შეზღუდვა, თუ რამდენჯერაა შესაძლებელი გვარის შეცვლა. სრულწლოვანებაში სახელის მხოლოდ ერთხელ შეცვლის ინსტიტუტი 2014 წელს იქნა შემოღებული, როდესაც საქართველო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მიზნით მოლაპარაკებებს მართავდა. გვართან დაკავშირებულმა ლიბერალურმა რეგულაციამ კი მოგვიანებით გარკვეული პრობლემები შექმნა შენგენის სივრცის ქვეყნებთან. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ერთი გვარით ჩადიან დანაშაულს ევროკავშირის ტერიტორიაზე, შემდეგ ბრუნდებიან საქართველოში, იცვლიან გვარს მარტივად და მოკლე ვადაში და ახალი ვინაობით მიემგზავრებიან კვლავ შენგენის ზონაში. უცხო ქვეყნის საზღვარზე სათანადო სისტემების უქონლობის გამო ვეღარ ხერხდება ამ პირთა იდენტიფიცირება და ისინი კვლავ ხვდებიან იმ სივრცეში, საიდანაც გამოაძევეს, ან სადაც შესვლა აკრძალული აქვთ. ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი დროის მცირე შუალედში რამდენჯერმე იცვლის გვარს. მაგალითად, 2016 წელს 58-მა პირმა გვარი შეიცვალა ორჯერ, ხოლო ერთმა პირმა 3-ჯერ; 2017 წელს კი 59-მა პირმა გვარი შეიცვალა ორჯერ, ხოლო ერთმა პირმა - 4-ჯერ.
ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს კვლავ შეეძლება გვარის შეცვლა, მაგრამ სრულწლოვანების შემდეგ მას მოუწევს ერთხელ გააკეთოს არჩევანი და მიიღოს: მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის (ბებიის/პაპის ბებია და პაპა) ჩათვლით, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის ჩათვლით) გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ან ისტორიული გვარი.
ამ შემთხვევაში მხედველობაში არ იქნება მიღებული გვარის შეცვლის ის შემთხვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2017 წლის 28 მარტამდე, ანუ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე.
შეზღუდვა არ გავრცელდება არც იმ შემთხვევებზე, როდესაც პირებს სურთ მეუღლის გვარის მიღება ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარის ტარება, რის შესახებაც გადაწყვეტილება მათ ქორწინების მომენტში უნდა მიიღონ. ასევე, ერთხელ გვარის შეცვლის შეზღუდვა არ იმოქმედებს იმ შემთხვევებზე, როდესაც განქორწინების მომენტში პირი გადაწყვეტს დაიტოვოს ქორწინებისას მიღებული მეუღლის გვარი ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. ამასთან, პირს ყოველთვის შეეძლება დაიბრუნოს საკუთარი ქორწინებამდელი გვარი, ასევე, შვილად აყვანისას მიიღოს მშვილებლის გვარი, მამობის დადგენისას მიიღოს მამის გვარი, აგრეთვე მიიღოს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი (თუ პირის დაბადების სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა).
გარდა ამისა, გვარის ან სახელის შეცვლის შემთხვევაში, მსურველი ვალდებული იქნება, პირადად მიმართოს შესაბამის უწყებებს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას). გარდა ქორწინების/განქორწინების შემთხვევებისა, საკითხის გადასაწყვეტად სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მოეწყობა ზეპირი მოსმენა, სადაც გვარის შეცვლის მსურველი ვალდებული იქნება, პირადად გამოცხადდეს და დაასაბუთოს გვარის შეცვლის საჭიროება.
გვარის შეცვლას მოქალაქე ვერ მოახერხებს, თუკი განცხადება წარდგენილი არ იქნება უშუალოდ მის მიერ; ის დეპორტირებული ან რეადმისირებულია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან არ გასულა 5 წელი. ცვლილებების პროექტით ასევე დაზუსტდება, რომ ამჟამად კანონში მითითებულ „სამართალდამცავი ორგანოს“ მიერ ძებნილ პირში, რომელიც დღეს ვერ იცვლის გვარს, იგულისხმება არა მხოლოდ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს მიერ, არამედ უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოსა და ინტერპოლის მიერ ძებნილი პირიც.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა