დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შესაძლოა შვეიცარიაში შეხვდნენ

საქართველო, თბილისი - 12:22 | 19.04.2018
ნანახია: 999

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შესაძლოა ერთმანეთს შვეიცარიის ტერიტორიაზე შეხვდნენ. ამის შესახებ ტელეარხი NBC იუწყება.

თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება შეხვედრის ადგილის შესახებ ჯერ არ მიღებულა. შეთავაზების რამდენიმე ვარიანტს მხარეები არ დაეთანხმნენ. მათ უარი თქვეს პეკინზე, ულან-ბატორზე, და ფხენიანზეც კი. პოლიტიკოსებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრა სურთ და სასურველია თუ ეს ევროპა იქნება.

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, შეხვედრის ადგილად განიხილებოდა კიდევ ერთი ვარიანტი - შვედეთი. ეს ქვეყანა წარადგენს ამერიკის ინტერსებს ჩრდილოეთ კორეაში.

ტრამპმა იაპონიის პრემიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრა უახლოეს კვირებში გაიმართება და შეხვედრისთვის ხუთი ადგილი განიხილება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე