რუსეთს ასე მკაცრად არავინ ექცევა, როგორც მე - ტრამპი

საქართველო, თბილისი - 11:21 | 19.04.2018
ნანახია: 878

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მაშინ შემოიღებს, როგორც კი ის ამას დაიმსახურებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ფლორიდაში იაპონიის პრემიერ-მინისტრს სინძო აბესთან მოლაპრაკების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა ურთიერთობის დალაგება მოსკოვთან, პეკინთან, ტოკიოსთან და სხვა ქვეყნებთან.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს ასე მკაცრად ისე არავინ ექცევა, როგორც ის.

გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ ხელისუფლება სირიის სიტუაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ მალე განაცხადებდა. მისი თქმით, მოსკოვის მიმართ ახალი შეზღუდვები შეეხება კომპანიებს, რომლებიც სირიას ტექნოლოგიებით ამარაგებენ, რომლებსაც ქიმიური იარაღის წარმოებისთვის გამოიყენებენ.

თუმცა მოგვიანებით Washington Post-მა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტრამპი სანქციების შემოღებაში ტრამპი ბოლომდე დარწმუნებული ჯერ არ არის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე