ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება - ოპოზიციის მხარდამჭერები სამთავრობო შენობების ბლოკირებას ცდილობენ

საქართველო, თბილისი - 10:21 | 19.04.2018
ნანახია: 780

ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება. ოპოზიციის მხარდამჭერები მთვარობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ. პოლიციამ რამდენიემ ადამიანი დააკავა.

სამართალდამცველები ერთ-ერთი სამთავრობო შენობის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეებისგან ათავისუფებენ, რომლებიც ცდილობენ შენობაში სამინისტროს თანამშრომლები არ შეუშვან.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც თავის მხარდამჭერებთან ერთად დღეს დილით ქუჩების ბლოკირებას ცდილობდა, პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.
პაშინიანმა მანამდე განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებების მუშაობის პარალიზებას მოახდენდნენ. მისი თქმით, ოპოზიციის ტაქტიკა მობილური იქნება და პოლიციასთან შეტაკება გამორიცხა.

სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. ოპოზიციამ ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებაც განაცხადა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე