დრონმა უძველეს სასახლეში მოჩვენება დააფიქსირა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 16:07 | 18.04.2018
ნანახია: 774

41 წლის ტომას არნოლდი გლოსტერშირში ბერკლის უძველესი სასახლის პანორამას დრონის მეშვეობით ვიდეოს უღებდა. გადაღებულმა მასალამ კი ოპერტორიც და სოციალური ქსელის მომხამრებლებიც შოკში ჩააგდო. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.

სახლში დაბრუნებულმა ტომასმა გადაღებული მასალის დათვალიერებისას ვიდეოჩანაწერში თეთრი სილუეტი შენიშნა, რომელიც მხედარს გავდა. ის ყვება, რომ რაღაც მომენტში მან დრონზე კონტროლი დაკარგა. ის დარწმუნებულია, რომ სწორედ ამ დროს სასახლეში მოჩვენებამ გაირბინა.

ტომას არნოლდი ამტკიცებს, რომ მოჩვენებების მას ადრეც სჯეროდა, მაგრამ ახლა მათ არსებობაში დარწმუნდა. მისი თქმით, ფიგურა, რომელიც ჩანაწერში ჩანს, სხვა არაფერია, თუ არა მოჩვენება, რადგან მის ახლოს კვამლი არ ყოფილა, ქარი კი საწინააღმდეგო მიმართულებით უბერავდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე