აშშ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურებაზე საუბრობს

საქართველო, თბილისი - 15:50 | 18.04.2018
ნანახია: 868

ამერიკის ხელისუფლება სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურების შესახებ საუბრობს. საერთაშორისო კოალიციის წარმომადგენლის რაიან დილონის თქმით, სირიის რეჟიმის მიერ ზოგიერთ კონტროლირებად რაიონში „ისლამური სახელმწიფოს“ ელემენტების დაბრუნება შეინიშნება. მისი თქმით, მებრძოლები წარმატებით უტევენ რეჟიმის მხრადამჭერ ძალებს.

 „არსებობენ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები, რომლებიც დამასკოს  სამხრეთით ზოგიერთ რაიონებში დაბრუნება შეძლეს.  

მისი განმარტებით, „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურების შემდეგ მებრძოლებისგან ტერიტორიის 90 პროცენტის გათავისუფლების შესახებ შეიძლება საუბარი და არა 98 პროცენტის, როგორც ეს აქამდე იყო ცნობილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე