ერევანში საპროტესტო აქციების 66 მონაწილე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:58 | 18.04.2018
ნანახია: 713

ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციების 66 მონაწილე დააკავა.

აქციების ორგანიზატორმა, დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა პოლიციას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ საფრანგეთის მოედანი.

ადგილზე სამართალდამცველები, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იმყოფებიან. ერთსაათიანი გადაკეტვის შემდეგ საფრანგეთის მოედანი სამართალდამცველებმა გახსნეს.

ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად ერევნის ქუჩებში გადაადგილდებიან ხალხს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ.  

საპროტესტო აქციები სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევასთან დაკავშირებით 13 აპრილს დაიწყო.

ოპოზიცია სარგსიანს ქვეყნის არაეფქტურად მართვასა და  ეკონომიკური ვითარების გაუარესებაში ადანაშაულებს. ორშაბათს  მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რის შედეგადაც მოხდა პოლიციასთან შეტაკება. დაშავდა ათობით ადამიანი. გუშინ კი ოპოზიციამ სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პროტესტის მიუხედავად, სომხეთის პარლამენტმა 17 აპრილს სარგსიანი პრემიერის პოსტზე აირჩია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე