ერევანში პოლიციამ აქციის მონაწილეთა დაკავება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:00 | 18.04.2018
ნანახია: 759

პოლიციამ ერევნის ცენტრში საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.
მომიტინგეებს საფრანგეთის მოედნის მისასვლელი ქუჩები აქვთ გადაკეტილი. დილით აქციის მონაწილეები პრემიერის რეზიდენციასთან მივიდნენ, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ტერიტორია დატოვეს.

საპროტესტო აქციები სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევასთან დაკავშირებით 13 აპრილს დაიწყო.

ოპოზიცია სარგსიანს ქვეყნის არაეფქტურად მართვასა და  ეკონომიკური ვითარების გაუარესებაში ადანაშაულებს. ორშაბათს  მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რის შედეგადაც მოხდა პოლიციასთან შეტაკება. დაშავდა ათობით ადამიანი. გუშინ კი ოპოზიციამ სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პროტესტის მიუხედავად, სომხეთის პარლამენტმა 17 აპრილს სარგსიანი პრემიერის პოსტზე აირჩია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე