Starbucks-ი რასობრივი სკანდალის გამო, აშშ-ში კაფეტერიებს დახურავს

საქართველო, თბილისი - 11:04 | 18.04.2018
ნანახია: 797

Starbucks-ის ქსელი, აშშ-ში, მაისის ბოლოს დროებით შეწყვეტს მუშაობას თავის 8000-ზე მეტ კაფეტერიაში, რათა რასობრივი ზიანის მიყენების საკითხთან დაკავშირებით პერსონალის გადამზადება მოახდინოს.

მანამდე, კომპანიას მოუწია ბოდიშის მოხდა, ფილადელფიაში Starbucks-ის ერთ-ერთ დაწესებულებაში მომხდარი ფაქტის გამო. კაფტერიის თანამშრომლებმა გამოიძახეს პოლიცია, რათა შენობიდან გაეძევებინათ ორი შავკანიანი მამაკაცი, რომლებიც მხოლოდ მაგიდასთან ისხდნენ და ელოდნენ მეგობარს, რათა ერთად გაეკეთებინათ შეკვეთა.

შედეგად, პოლიციამ ისინი ხელბორკებით განყოფილებაში გადაიყვანა. თუმცა არანაირი ბრალი მათთვის არ წაუყენებიათ.

ამ ინციდენტის შემდეგ, დაიწყო აქცია Starbucks -ის წინააღმდეგ.  კომპანიის ხელმძღვანელი კევინ ჯონსონი აცხადებს, რომ ის თავად ცდილობს გაერკვეს პრობლემაში, რათა სიტუაცია გამოსწორდეს.

იგი აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე დღე ფილადელფიაში გაატარა, სადაც დაზარალებულებს შეხვდა. მათ შორის კონსტრუქციული დიალოგი შედგა და მან ბოდიში მოიხადა კომპანიის სახელით.  

სშშ-ში 29 მაისს Starbucks-ის ყველა კაფეტერია და ოფისი იქნება დაკეტილი. მოხდება 175 ათასი თანამშრომლის გადამზადება, რაც ასევე სავალდებულო გახდება კომპანიის მომავალი თანამშრომლებისთისაც. 

აღსანიშნავია, რომ "დახურული კარის დღე" კომპანიას დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ზარალად დაუჯდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე