აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 09:57 | 18.04.2018
ნანახია: 730

ჯორჯ ბუში-უფროსის მეუღლე ბარბარა ბუში აშშ-ში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბარბარა ბუში ისტორიაში ერთადერთი ქალია, რომელიც ამერიკის ორი პრეზიდინეტის -ქმრისა და შვილის ინაუგურაციას ესწრებეოდა.

ბარბარას დიდი ხანია ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. ამ დღეებში მან მკურნალობაზეც უარი თქვა და განაცხადა, რომ სიცოცხლის უკანასკნელი დღეების გატარება ოჯახთან ერთად სურდა.

მის მეუღლეს ჯორჯ-ბუშ-უფროსს, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 1989-1993 წლებში იკავებდა, ივნისში 94 წელი უსრულდება. ის ამერიკელ ლიდერბს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით რეკორდსმენი პრეზიდენტია. აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი მასზე ოთხი თვით უმცროსია.

ბარბარას ვაჟმა ჯორჯ-ბუშ-უმცროსმა საპრეზიდენტო არჩევნებში 2000 წელს გაიმარჯვა, 2004 წელს კი ის მეორე ვადით აირჩიეს.

“ჩემი ძვირფასი დედა 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლორა, ბარბარა, ჯენა და მე დამწუხრებულები ვართ, მაგრამ ჩვენს სულებში სიმშვიდეა, რადაგან ვიცით, რომ ის მშვიდად განისვენებს. ბარბარა ბუში იყო შესანიშნავი პირველი ლედი და განუმეორებელი ქალი, რომელიც მილიონობით ადამიანს ჩუქნიდა თავის სიყვარულს, ძალიან გამიმართლა მყოლოდა ასეთი დედა, ჩვენს ოჯახს ის ძალიან დააკლდება“,  - ნათქვამია აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე