რუსეთი და სირია გამომძიებლებს ქიმიური თავდასხმის ადგილზე შესვლის უფლებას არ აძლევენ

საქართველო, თბილისი - 16:00 | 17.04.2018
ნანახია: 1087

რუსეთი და სირია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის თანამშრომლებს ქიმიური თავდასხმის ადგილზე შესვლის უფლებას არ აძლევენ, რაც სავარაუდოდ ძირითადი მტკიცებულებების გაქრობას გამოიწვევს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„ამ მომენტისთვის რუსეთი და სირია კვლავ არ უშვებს თავდასხმის ადგილზე გამომძიებლებს, რომლებიც სირიაში 14 აპრილიდან იმყოფებიან. სავარაუდოდ მტკიცებულებები და ძირითადი ელემენტები გაქრება“, - განაცხადეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დასავლეთი დამასკოს სირიის ქალაქ დუმაში ქიმიურ თავდასხმაში ადანაშაულებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე