25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 14:30 | 17.04.2018
ნანახია: 1721

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობები დააკმაყოფილა და 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ მის ბიძაშვილს, თეიმურაზ ბაქრაძესაც პატიმრობა შეუფარდა. 

წინა სასამართლო სხდომა თბილისია საქალაქო სასამართლოში 6 ივნისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, მკვლელობაში ბრალდებულ ბაქრაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორე წევრის განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა თეიმურაზ ბაქრაძის მიმართაც პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, რადგან პროკურორის თქმით, არსებობს ვარაუდი, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში ის, გამოძიებას მიემალება. ცნობისთვის, თეიმურაზ ბაქრაძე და თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. ის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული. თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატმა სასამართლოს მისი 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

ცნობისთვის, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ბაქრაძე წარსულშიც იყო დაკავებული, თუმცა, მან პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

მიმალვაში მყოფი ვეფხია ბაქრაძე შაბათს, თელეთში დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე