"ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ალიანსი შეუძლებელია - ფოფხაძე

საქართველო, თბილისი - 11:44 | 17.04.2018
ნანახია: 930

”ქართულ ოცნებასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის იმდენად განსხვავებული ღირებულებითი ფასეულობებია, ასეთი ალიანსი ფაქტიურად შეუძლებელია, - ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებასთან დაკავშირებთ აღნიშნა.

მისი თქმით, ის პარლამენტში მსგავს ტენდენციას ვერ ხედავს.

"პრეზიდენტის საწინააღმდეგო კამპანიას არავინ აწარმოებს. არ მგონია, რომ აქცენტი ამაზე ყოფილიყო. გუნდის შიგნით გარკვეული წესების ფორმირება ხდება.  ყველაზე აქტუალურიც ესაა.”ქართულ ოცნებასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის იმდენად განსხვავებული ღირებულებითი ფასეულობებია, ასეთი ალიანსი ფაქტიურად შეუძლებელია”, – განაცხადა ფოფხაძე.

ცნობისთვის, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ,,ევროპული საქართველოსა“ და ,,ქართული ოცნების“ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესში პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანია მიმდინარეობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე