ამსტერდამში თვითმკლელობისთვის განკუთვნილი კაფსულა წარადგინეს

საქართველო, თბილისი - 10:45 | 17.04.2018
ნანახია: 1320

ამსტერდამში დამკრძალავი ინდუსტრიის გამოფენაზე თვითმკვლელობისთვის განკუთვნილი კაფსულა წარადგინეს. ამის შესახებ South China Morning Post-ი იუწყება.

მოწყობილობა სახელწოდებით Sarco ნიდერლანდებში დაამზადეს. მას ფუტურისტული დიზაინი აქვს და მომავლის კოსმოსურ ხომალდს მოგვაგონებს. მისი ავტორები ჰოლანდიელი დიზაინერი ალექსანდრ ბანნინკი და ავსტრალიელი აქტივისტი ფილიპ ნიჩკე არიან. ისინი უკვე მრავალი წელია ევთანაზიის ლეგალიზაციას მოითხოვენ.

როგორც მოწყობილიბის შემქმნელები ამბობენ, კაფსულა ყველა მსურველს შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყნიდან უმტკივნეულოდ წავიდეს.

 „ადამიანი იგრძნობს მსუბუქ თავბრუსხვევას, შემდეგ სწრაფად დაკარგავს გონებას და მოკვდება“, - აღნიშნა ნიჩკემ.

გამოფენაზე წარდგენილი იყო მხოლოდ მოწყობილობის მაკეტი, თუმცა დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მიეცათ კაფსულა დაეტესტათ, ამისთვის მათ VR-სათვალის გაკეთება დასჭირდათ, რის შემდეგაც კაფსულაში ვირტუალურად მოთავსდნენ. გამომგონებლები იმედოვნებენ, რომ მოქმედ ნიმუშს წლის ბოლოსთვის გამოუშვებენ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე