ჯონ მაკკეინმა ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა

საქართველო, თბილისი - 10:20 | 17.04.2018
ნანახია: 807

 

ამერიკელ სენატორს ჯონ მაკკეინს ნაწლავური ინფექციის გამო ოპერაცია გაუკეთეს. Fox News-ის ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მედიის მონაცემებით, 81 წლის მაკკეინი არიზონას საავადმყოფოში დივერტიკულიტის (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მდგომარეობა, რომელიც აზიანებს მსხვილ ნაწლავს) გამო მოხვდა.

გასული წლის ივლისში სენატორს თავის ტვინის აგრესიული ფორმის სიმსივნე დაუდგინდა, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია გახდა საჭირო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე