სერგეენკო: პენსიის დაგროვებითი სისტემის პირველ შედეგებს მალე - 3-4-5 წელიწადში მივიღებთ

საქართველო, თბილისი - 11:52 | 28.11.2015
ნანახია: 1483

,,პენსიის დაგროვებითი სისტემის პირველ შედეგებს მალე, 3-4-5 წელიწადში მივიღებთ და  ნელ-ნელა ამ სისტემაზე გადავერთვებით”, – ამის შესახებ საქართფველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 20/30-ის პირდაპირ ეთერში, პენსიის დაგროვებითი სისტემის მოდელის დანერგვის შესახებ ისაუბრა.

 სერგეენკოს თქმით, დაგროვებითი პენსიის სისტემა წარმატებული პროექტი იქნება და მომავალ წელს შესაძლებელია პილოტირებაც დაიწყოს.

,,2013 წლიდან დაწყებული ეკონომიკის სამინისტრო ხელმძღვანელობს იმ ჯგუფს, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროც შედის და რომელშიც ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიო ბანკის ექსპერტები. დამუშავდა  დაგროვებით პენსიაზე გადასვლის მოდელი. ეს პენსია არ ამუშავდება მთელი ფრონტით, არამედ მოხდება პილოტირება გარკვეულ ნაწილში, რადგან შინაარსობრივად ეს ნიშნავს, რომ ადამიანი აქტიური მუშაობის წლებში აკეთებს დანაზოგებს, რომელსაც გამოიყენებს შემდეგ საპენსიო ასაკის მიღწევისას.  მე ვფიქრობ რომ ეს წარმატებული პროექტი იქნება და მომავალ წელს იმედია გვექნება დაიწყოს პილოტირება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე