პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში გამართლებული არ იყო - ნათია მეზვრიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:26 | 16.04.2018
ნანახია: 1554

არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში იყო გამართლებული, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 25 წლის ქალის მოვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებით მიდგომა არის საკმაოდ მკაცრი.

"ამ ადამიანს წარსულში ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის. მან მაშინ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა მეუღლეს, რომლის შვილის მკვლელობაშიც ახლა ბრალი ედება. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში იყო გამართლებული. ზოგადად, მიდგომა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებუთ არის საკმაოდ მკაცრი. ვერ მოხდება ჩვენი მკაცრი პოლიტიკის აღსრულება პრაქტიკაში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ეფექტურად დაცვა, თუ ყველა უწყება და მათ შორის პრეზიდენტი არ გაატარებს მკაცრ პოლიტიკას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან მიმართებით”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე