პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ელვისებური განქორწინება უწინასწარმეტყველეს

საქართველო, თბილისი - 14:14 | 16.04.2018
ნანახია: 1436

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და ფემინისტმა ჟერმენ გრირმა პრინც ჰარისა და მის საცოლეს მეგან მარკლს სწრაფი განქორწინება უწინასწარმეტყველა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

79 წლის გრირის თქმით, მარკლი „ამ ქორწინებისგან მოწყენილობის გამო გაიქცევა“. ფემინისტს მიაჩნია, რომ გოგონა პრინც ჰარის ცოლობას სტატუსისა და ფულის გამო დათანხმდა, მაგრამ სამაგიეროდ დიდი მსხვერპლი გაიღო. მისი თქმით, ამიტომაც სიმდიდრე და სასახლეში მონოტონური ცხოვრება მას შესაძლოა მალე მობეზრდეს.

„ვფიქრობ, რომ ის გაიქცევა, როგორც ეს ადრეც გააკეთა. მაგრამ შესაძლოა, თან პრინცი ჰარიც გაიყოლოს“, - იხუმრა გრირმა.

მწერალმა შესაბამისი დასკვნა მარკლის წინა ქორწინების შეფასების შედეგად გააკეთა. მეგანი პროდიუსერ ტრევ ენგელსონს თავისი ინიციატივით გაშორდა და საქორწინო ბეჭედი მას ფოსტით უკან დაუბრუნა.

 ამასთან გრირმა აღნიშნა, რომ კარგად ესმის რა უდევს საფუძვლად არათანაბარ ქორწინებას. „სიღარიბეში დაბადებული გოგონა რატომ თხოვდება ადამიანზე მილიონიანი ქონებით? ამაში ვერცერთ მიზეზს ვერ ვხედავ“, - ირონიულად აღნიშნა მან.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უინძორის სასახლეში წმინდა გიორგის სამრეკლოში 19 მაისს გაიმართება. ქორწინების გამო გოგონამ უარი თქვა მსახიობის კარიერაზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე