ტრამპს სირიაში სარაკეტო დარტყმების მიყენება რუსულ და ირანულ ობიექტებზეც სურდა - Wall Street Journal-ი

საქართველო, თბილისი - 13:22 | 16.04.2018
ნანახია: 1221

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის გუნდს  სირიაში რუსულ და ირანულ ობიექტებზე დარტყმების შესაძლებლობის განხილვას სთავაზობდა. ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal-ი თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

 „იმ დროს, როდესაც ტრამპი ზეწოლას ახდენდა თავის გუნდზე, რათა ასევე განეხილათ დარტყმები რუსულ და ირანულ სამიზნეებზე, თუ ეს აუცილებელი იქნებოდა იმისათვის, რომ ასადის შეიარაღებამდე მისულიყვნენ, პენტაგონის ხელმძღვანელი ჯეიმს მეტისი თანხმობას რა გამოთქვამდა. ამის შესახებ ის ჩინოვნიკები საუბრობენ, რომლებმაც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ იცოდნენ“, - წერს გაზეთი.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ტრამპის მოწოდებას მხარს უჭერდა გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილიც.

წყარომ ინფორმაციით, მეტისმა გააფრთხილა პრეზიდენტი, რომ სირიაში უფრო ფართო დარტყმები გამოიწვევდა მოსკოვისა და თეირანის მხრიდან საშიშ საპასუხო ქმედებებს.

14 აპრილს აშშ-მა დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ასეზე მეტი რაკეტა გაუშვეს სირიის ტერიტორიაზე. დარტყმები იმ ობიექტების მიმართ განხორციელდა, რომლებიც ქიმიურ იარაღს აწარმოებენ.

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ეს დარტყმები სირიის ქალაქ დუმაში დამასკოს მიერ განხორციელებული ქიმიური თავდასხმის პროპორციული პასუხი იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე