კონჩიტა ვურსტი აივ-დადებითია

საქართველო, თბილისი - 12:58 | 16.04.2018
ნანახია: 1615

ავსტრიელი მომღერალი კონჩიტა ვურსტი (ტომას ნოივირტი) Instagram-ზე თავის აივ-დადებითი სტატუსის შესახებ წერს.
მომღერლის თქმით მას დიაგნოზი მრავალი წლის წინ დაუსვეს, მაგრამ ამის აფიშირება არ სურდა. თუმცა კონჩიტას ყოფილმა სექსუალურმა პარტნიორი მას ამ ინფორმაციის გავრცელებით დაემუქრა.  

 „არავის მივცემ შეშინებისა და ჩემს ცხოვრებაზე ზეგავლენის მოხდენის უფლებას“,- წერს მომღერალი.

კონჩიტა ვურსტმა პოპულარობა „ევროვიზია 2014“-ის კონკურსზე გამარჯვების შემდეგ  მოიპოვა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე