გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა ტრამპს პრეზიდენტობისთვის „მორალურად მიუღებელი“ უწოდა

საქართველო, თბილისი - 10:51 | 16.04.2018
ნანახია: 1112

გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კომმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტისთვის „მორალურად მიუღებელია“.

„არ ვფიქრობ, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, მას პრეზიდენტობა არ შეუძლია. ვფიქრობ, რომ ის მორალურად მიუღებელია იმისთვის, რომ პრეზიდენტი იყოს“, - განაცხადა კომმა ტელეარხ ABC-სთან ინტერვიუში.

მან პრეზიდენტს „მატყუარა“ უწოდა, რადგან მისი თქმით, ტრამპი მუდმივად ახდენს ფაქტების იგნორირებას.  კომის თქმით, ტრამპმა განაცხადა, რომ მის ინაუგურაციას უფრო მეტი ხალხი დაესწრო, ვიდრე ობამას ინაუგურაციას“- , რაც კომის აზრით, ტყუილია.

ინტერვიუ ეთერში კომის მემუარების გამოსვლამდე - 17 აპრილამდე გავიდა.

ამონარიდებმა მემუარებიდან დონალდ ტრამპი გააღიზიანა. მისი თქმით, კომისთვის ერთგულება არასდროს უთხოვია და მას კარგად არც კი იცნობდა. ამერიკის ლიდერის აზრით, ჯეიმს კომი ციხეში უნდა იჯდეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე