ამერიკულმა მედიამ ყოფილი პირველი ლედი შემთხვევით „დაკრძალა“

საქართველო, თბილისი - 10:24 | 16.04.2018
ნანახია: 878

ამერიკულმა ტელეარხმა CBS-მა შეცდომით გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის ექს-პრეზიდენტის ჯორჯ ბუში-უფროსის მეუღლის ბარბარას გარდაცვალების შესახებ.

გამოცემა Miami Herald-ის ცნობით, ტელეარხმა თავის საიტზე გამოაქვეყნა ნეკროლოგი. რამდენიმე ხნის შემდეგ სტატია საიტიდან აიღეს.

ბარბარა ბუშს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ის 2017 წლის იანვარში ბრონჰიტის სამკურნალოდ ჰოსპიტალში მოათავსეს. 2009 წელს მას გულის ოპერცია ჩაუტარდა. გასულ წელს ამერიკის ყოფილი ლედი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებასაც მკურნალობდა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე