მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:38 | 15.04.2018
ნანახია: 765

დღეს მონტენეგროში დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის მოსაპოვებლად 7 კანდიდატი იბრძვის, მაგრამ მათგან გამარჯვების ყველაზე დიდი შანსის მქონედ 56 წლის მილო ჯუკანოვიჩი მიიჩნევა. 

მონტენეგროში ხმის მიცემის უფლებით ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. საარჩევნო პროცესს ათასზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია გაუწევს მონიტორინგს, მათ შორის ეუთო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე